NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია პარლამენტში განიხილეს

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია პარლამენტში განიხილეს

28 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება 319 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია საქართველოს პარლამენტში განიხილეს. დოკუმენტის განხილვის პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, გენგეგმის შესახებ პრეზენტაცია კი, მერის მოადგილე ილია ელოშვილმა წარადგინა.

პარლამენტის დეპუტატებსა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის შემუშავებისთვის 18 თვიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა ქალაქის მთავრობაში ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს, უკვე 26 თვე იყო გასული. კომპანიას მოთხოვნის შემდეგ, დოკუმენტის სრულყოფისთვის, ასევე, დამატებით 45 დღიანი ვადა მიეცა.

„მათ შემდეგ წარმოადგინეს მეექვსე ეტაპის დოკუმენტაცია, რაც ხარვეზებით უკან დაუბრუნდათ. რადგანაც აღნიშნული დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ ხარისხიანი გენერალური გეგმა მივიღოთ, მივმართეთ მათ, რომ გონივრული ვადა წარმოედგინათ, რა ვადაშიც არსებული ხარვეზების გამოსწორება შეეძლოთ. მათ 45 დღე მოითხოვეს, რაზეც დედაქალაქის მერია დათანხმდა, თუმცა გამოსწორებული რეალურად არაფერია. თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმებით, რომ ქალაქისთვის ეს ერთგვარი კონსტიტუციაა, რომელსაც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებაა უდნა დაეფუძნოს. შესაბამისად, დოკუმენტი მაღალ დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დოკუმენტის სრულყოფის პროცესში გამართულ შეხვედრებს, გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვამდე, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან არაერთი კონსულტაცია შედგა. თბილისის მერის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა რამდენჯერმე პირადადაც გამართა.

„აღნიშნულ კომპანიას ყველანაირი პირობა შევუქმენით. ხელშეკრულებაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ, დოკუმენტზე მუშაობა დაესრულებინათ, თუმცა როგორც ჩანს, ამის რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მუნიციპალიტეტის მთავრობა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ხარვეზებს რამდენიმე მიმართულებით აფიქსირებს. კერძოდ, მწვანე სივრცეები/არეალები ძირითადად, გაზრდილია ლანდშაფტური, სარეკრეაციო და სატყეო არეალების ხარჯზე; მთლიანად იგნორირებულია შიდაკვარტალური სკვერები, გამწვანებული არეალები და მათ საქმიანი, სამშენებლო ზონა ცვლის; კონცეფცია „მდინარე და ქალაქი“ წარმოდგენილია იდეის დონეზე, ჩასატარებელია მთელი რიგი კვლევები მისი განხორციელებადობის დასადგენად;

ამასთან, არ არის შესწავლილი საბინაო ფონდი და სეისმომედეგობა; არ არის დადგენილი სამშენებლო ნორმები და შესწავლილი ქალაქის შემოგარენი; ასევე, აქტივობების რიგითობა და ეტაპები ყოველგვარი კომპლექსური ხედვის, ლოგიკის გარეშეა წარმოდგენილი.

საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

თბილისის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა პარლამენტი 2018-03-28
სოსო ელისაშვილი
Tags თბილისის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელექტრომომარაგება 29 მარტს დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

„რუსეთი არანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით“

მსგავსი სტატიები

დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა იხსნება

19 სექ 2017
ელექტრომომარაგება 2 აგვისტოს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 2 აგვისტოს დროებით შეიზღუდება

01 აგვ 2018
უნდათ, რომ დაგვასვან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელიც უკვე ათწლეულის განმავლობაში ჩვენს სასამართლოს ჩეხავს

უნდათ, რომ დაგვასვან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელიც უკვე ათწლეულის განმავლობაში ჩვენს სასამართლოს ჩეხავს

სოსო ელისაშვილი 18 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge