NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კალაძე: ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი

კალაძე: ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი

28 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 782 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს.

„ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი. უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა და მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ერთიანი ხედვა – განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება ამ არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს, ასევე, მათ, ვინც იქ უნდა იცხოვროს მომავალში, იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ ამ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება ჩარჩო გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალი“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებში, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად.

„დოკუმენტებში დიდი ხარვეზები გამოვლინდა და ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ზოგადად, მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით 600-მდე განაცხადს არ მივეცით თანხმობა,  რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევაში ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, არღვევდა ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მიმდინარე ქაოტური განაშენიანება.

„საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი დამოკიდებულება, სწორი მიდგომა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით – ხელს შევუწყობთ, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ამ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

განაშენიანება თბილისი თბილისის მერია კალაძე კახა კალაძე ლისი ლისის ტბა 2018-03-28
სოსო ელისაშვილი
Tags განაშენიანება თბილისი თბილისის მერია კალაძე კახა კალაძე ლისი ლისის ტბა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში რჩება

შემდეგი სტატია

თბილისის მერმა სოფიო ხუნწარიას სთხოვა, 15 წლის მოზარდს მაქსიმალურად დაეხმარონ

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

18 სექ 2018
გია ბარამიძე: ჩვენ არ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია

გია ბარამიძე: ჩვენ არ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია

ნინო ჩხეიძე 13 მაი 2021

ირაკლი კობახიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს უჭერს

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge