NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

27 მარ 2018 ახალი ამბები, სპორტი 744 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს. ქართველი დიდოსტატის კანდიდატურა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ევროპის საჭადრაკო კავშირის სხდომაზე წარადგინა.

ესკ-ის ბორდის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე ევროპის ქვეყნების საჭადრაკო ფედერაციების მაღალჩინოსნები დაესწრნენ. ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი შემოდგომით, ოლიმპიადის დღეებში უმასპინძლებს. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ესკ-ის პრეზიდენტად ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წელს აირჩიეს. აზმაიფარაშვილმა პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო და თავისი გუნდი წარადგინა, მათ შორი ქალბატონი დანა რეზნიცე-ოზოლა, რომელიც ლატვიის ფინანსთა მინისტრიც გახლავთ.

ზურაბ აზმაიფარაშვილი (ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი):“ ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან ვთვლი, რომ ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის სლოგანი: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“! დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს, რომელმაც ჩემი კანდიდატურა წამოაყენა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ჭადრაკის განვითარებისთვის და მჯერა, ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

კომენტარები

ევროპა ზურაბ აზმაიფარაშვილი სპორტი 2018-03-27
სოსო ელისაშვილი
Tags ევროპა ზურაბ აზმაიფარაშვილი სპორტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩემმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა“

შემდეგი სტატია

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს

მსგავსი სტატიები

„არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

18 დეკ 2018
კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს პატიმრობა შეეფარდა

კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძეს პატიმრობა შეეფარდა

სოსო ელისაშვილი 02 მარ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

    მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

  • საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

    საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

  • კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

    კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

  • ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

    ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

  • გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

    გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

  • “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

    “საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება”

  • სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

    სერგო ჩიხლაძე – განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა – კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?!

  • დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

    დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

  • გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

    გელა ჩარკვიანი: ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge