ოპოზიცია არასამთავრობო სექტორის მსგავსად, არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს. დეპუტატები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ არაერთი დაპირების მიუხედავად, ნარკოპოლიტიკა ჰუმანური არ გამხდარა და ის ისევ რეპრესიულია.
„ქართული ოცნება“ უკვე მერამდენე წელიწადია ჰპირდება საქართველოს მოსახლეობას და საზოგადოებას, რომ ისინი დაიწყებენ კანონის ცვლილებას. იყო საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, რომელიც ავალდებულებდა პარლამენტს, რომ შეცვლილიყო კანონმდებლობა, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა,“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა.
კომენტარები