NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის

პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის

27 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 936 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა კონსულტაციები საქართველოსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო სლოვენიის მხრიდან პოლიტიკური დირექტორი მატეი მარნი.

კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის თანამშრომლობის ასპექტები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. სიამოვნებით აღინიშნა, გასულ წელს სლოვენიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ერიავეცის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდეს.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს საკმაოდ დიდი აუთვისებელი პოტენციალი. ამ კონტექსტში, ვახტანგ მახარობლიშვილმა გაიხსენა „თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში საქართველოში სლოვენიის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, როგორიცაა – მეფუტკრეობა, სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, ფარმაცევტიკა და ზამთრის ტურიზმი.

შეხვედრაზე სლოვენიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიის მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

კომენტარები

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო სლოვენია 2018-03-27
სოსო ელისაშვილი
Tags საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო სლოვენია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რიკოთის საავტომობილო გვირაბში 28 მარტს 00:00 სთ-დან  07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება

შემდეგი სტატია

კობახიძე: „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის გამო“

მსგავსი სტატიები

„არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას“

„არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას“

08 სექ 2018
გაერთიანების შემდეგ სამინისტროების ნაწილს სახელწოდება ეცვლება

გაერთიანების შემდეგ სამინისტროების ნაწილს სახელწოდება ეცვლება

28 ივნ 2018
ბესიკ ხარძიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვს

ბესიკ ხარძიანის ოჯახი მკვლელობის დამკვეთების დასჯას ითხოვს

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge