კამეროვოში, სადაც სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მიტინგი მიმდინარეობს. რაიონული ადმინისტრაციის შენობასტან 4 ათასამდე ადამიანია შეკრებილი და უკვე 5 საათის განმავლობაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე სიმართლის მოსმენას ითხოვენ. Интерфакс-ის ინფორმაციით, ბევრ ადგილობრივ დაღუპულთა რაოდენობის ოფიციალური რიცხვის არ სჯერა. მომიტინგეები ასევე ითხოვენ პასუხს თუ რატომ ვერ შეძლო სამაშველო სამსახურმა ამდენი ადამიანის გადარჩენა.
Тайга.инфо-ს ინფორმაციით, მომიტინგეები ითხოვენ ქალაქის მერის ილია სერდიუკისა და კემეროვსკის ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის გადადგომას.
როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად აქციაზე 300-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა მათი რიცხვი მოგვიანებით 4 ათასამდე გაიზარდა.
კემეროვოში დღეს იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მან ქალაქისა და ოლქის ხელმძღვანელობისგან პირადად მოისმინა მომხდარის დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეთა ნაწილი მასთან შეხვედრას ითხოვდა, მან ქალაქი უკვე დატოვა.
კომენტარები