NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე მეწარმე ქალთა მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო

კახა კალაძე მეწარმე ქალთა მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო

27 მარ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 695 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიურ კონფერენციას – „ქალის როლი ეკონომიკის ზრდისა და რეფორმების შემუშავებაში“ დაესწრო. კონფერენცია ქალთა გაძლიერების კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ევროკავშირის EU4Business-ის ინიციატივით, წელს მეოთხედ გაიმართა.

თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა იდეალური არ არის და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. დღეს უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროებისგან და ძალადობისგან. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც თანასწორი უფლებები იქნება; სადაც ხელშეწყობილი იქნება ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში და სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზება მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, წარმატებულ, აქტიურ ქალებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ.

„მინდა ვიხილო ძალიან ბევრი ქალბატონი ბიზნესსა და პოლიტიკაში. თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც. მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს რეალიზებული სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

თბილისის მერი კახა კალაძე ქალთა უფლებები 2018-03-27
სოსო ელისაშვილი
Tags თბილისის მერი კახა კალაძე ქალთა უფლებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის სასჯელი მკაცრდება

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს აბდელაზიზ ომარს შეხვდა

მსგავსი სტატიები

იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

03 აპრ 2018
„მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას“

„მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას“

14 ნოე 2017
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორად დავით ფერაძე დაინიშნა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორად დავით ფერაძე დაინიშნა

22 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge