ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. კონსულტაციების პირველი დღე თანათავმჯდომარეებთან შეხვედრებს დაეთმობა, სადაც საუბრის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იქნება. ცნობილია, რომ კონსულტაციების ორივე დღეს საუბარი ძალის არგამოყენების საკითხს შეეხება, რომელზეც მუშაობა უკვე 6 წელია მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას განცხადებით, მთავარი მიზანია რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შეთანხმება შეასრულოს.
„ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთი ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. საფრთხეს რაც შეეხება, ჩვენ საფრთხის თვალსაზრისით კი არა შესაძლებლობების თვალსაზრისით ვუყურებთ ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს წაადგება იმ პროცესს, რასაც ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,“ – განაცხადა დავით დონდუამ.
კომენტარები