NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ილია ელოშვილი: გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები

ილია ელოშვილი: გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები

27 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 667 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განმარტებით, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებულ თბილისის მიწასთსარგებლობის გენერალურ გეგმაში კერძო საკუთრებები არ არის გათვალისწინებული და უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები გამქრალია.

ამის შესახებ ილია ელოშვილმა გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს განაცხადა, სადაც „სითი ინსტიტუტის“ მიმართ არსებულ შენიშვნებზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში უგულვებელყოფილია რეალობა. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული უკვე არსებული შენობების დიდი ნაწილი, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები და მათ ადგილს განაშენიანების კოეფიციენტები ადევს.

„რაც უფრო ზუსტია გენგეგმა, მით უფრო სწორ ინფორმაციას ასახავს ის დედაქალაქის მდგომარეობის შესახებ, ასევე, მით უფრო სწორად გამოყენებადია ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. დავალება, რაც მერიის მხრიდან კომპანიისთვის იყო მიცემული, არსებული გენერალური გეგმის განახლებაა. თუ საუბარია ქალაქის ირგვლივ და მის პერიფერიებზე საკრეკრეაციო და მწვანე უბნებზე, ძირითადი მატება სატყეო ნაწილიდან გამომდინარეა, რაც კარგია და რეჟიმებს ამკაცრებს. რაც შეეხება საკუთრების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული მიმართულება შესასწავლია“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად იგნორირებულია და წაშლილია მწვანე არეალები, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ნებისმიერი არგუმენტი თბილისის მერიისთვის მიუღებელია.

„ნებისმიერი არგუმენტაცია, რაც ამ ქმედების მიღმა დგას, ჩვენთვის მიუღებელია. თუ საუბარია გენერალური გეგმის განახლებაზე, ის რაც გვქონდა, მინიმუმ უნდა დარჩენილიყო და მისი იდენტიფიკაცია მომხდარიყო. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც მას დახედავს, უჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლია ყველგან. მეორე ვარიანტი კი, რასაც ჯგუფი გვთავაზობს, ინვენტარიზაციის თავიდან ჩატარებაა, ანუ მშენებლობა დაეფუძნოს მწვანე არეალს და არა პირიქით, მშენებლობას დაეფუძნოს მწვანე არეალი. ასე რომ ხდებოდა, ცუდი იყო და ამ შემოთავაზებას გაუარესებისკენ მივყავართ“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

კომენტარები

თბილისის მერია ილია ელოშვილი სითი ინსტიტუტი 2018-03-27
სოსო ელისაშვილი
Tags თბილისის მერია ილია ელოშვილი სითი ინსტიტუტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს აბდელაზიზ ომარს შეხვდა

შემდეგი სტატია

ილია ელოშვილი: „გენგეგმაზე მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება“

მსგავსი სტატიები

გიორგი გახარია: ჩვენ დღეს გვაქვს ორი კრიტიკული ამოცანა …

გიორგი გახარია: ჩვენ დღეს გვაქვს ორი კრიტიკული ამოცანა …

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2022
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს

22 თებ 2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2021

უახლესი ამბები

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

  • დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

    დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge