„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვას სამარცხვინო ცირკი უწოდა.
„ეს რაც ხდება დღეს, ეს არის სამარცხვინო ცირკი. თავის თავს უსვამენ კითხვებს, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ვითომ ისე არ ჩქმალავენ და ისე არ იყოფენ წილებს ერთმანეთში. ეს პატარა ცინდრიკა ბიჭი არის სახე იმ გაბლატავებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა, რომლებსაც ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად“,-განაცხადა ვაშაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დედაქალაქის მერი და მერობის ყოფილი კანდიდატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კომპანი „სითი ინსტიტუტის“ განცხადება გახდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი სურვილის მიუხედავად, რომ თბილისის მერიასთან კომუნიკაცია შემდგარიყო, ეს არ მოხდა.
კომენტარები