NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილი: „გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია შეძლებს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას”

დიმიტრი ქუმსიშვილი: „გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია შეძლებს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას”

27 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 409 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანიების – „სილქნეტისა და „ჯეოსელის” გაერთიანებათან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი გარიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით ეს არის კონკურენციის წამახალისებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გაერთიანებული, ახალი დიდი კომპანია შეძლებს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მომსახურების ხარისხის გაზრდას, კონკურენცია კი – ახალი პროდუქტების გამოჩენას ბაზარზე”, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შემდგარი გარიგების თანახმად, „სილქნეტი” ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგება „სილქნეტის” ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისთან გააერთიანებს. გაერთიანებული კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისის უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით „თიბისი ბანკმა” უზრუნველყო 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით.

პირველმა ვიცე პრემიერმა მონაწილე მხარეებს გარიგების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამასთან მან მადლობა გადაუხადა „თიბისი ბანკს” ტრანზაქციისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის და ქვეყნის მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება. „სწორედ გუშინ დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ისრაელი, რომელიც ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა, მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 4%-ს კვლევასა და განვითარებაზე ხარჯავს, რა თქმა უნდა, აქედან ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ ICT სექტორზე.

ჩვენ ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამ რიცხვისგან, მაგრამ ასეთი ძლიერი კომპანიები, კერძო სექტორი სამომავლოდ აუცილებლად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოსთან ერთად განვავითაროთ უკვე ის მიმართულებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უფრო მაღალი ხარისხის, გამოყენებით პროდუქტებად გარდაიქმნება და მიწოდებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომხმარებლებისთვის”, – აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი 2018-03-27
სოსო ელისაშვილი
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას არ ვაპატიებთ“

შემდეგი სტატია

ნატო რუსეთის 7 დიპლომატს აძევებს

მსგავსი სტატიები

5-ით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები პროპორციულ ან მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი არ არის

5-ით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები პროპორციულ ან მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 06 მარ 2020
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დაგვიანებით დაიწყო

16 ივლ 2018
თბილისის ზოგიერთ რაიონში 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

30 იან 2018

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge