პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები დაიბარეს. როგორც BBC-ის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა მიზეზით დაიბარეს დიპლომატები საგარეო უწყებებში, თუმცა, მედიის ვარაუდით მათ საპროტესტო ნოტას გადასცემენ ბრიტანეთისთვის სოლიდარობის ნიშნად.
დღესვე, პოლონეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის კონტრდაზვერვამ დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის დაზვერვის ოფიცერთან თანამშრომლობაში. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაზვერვის ოფიცრები პოლონეთში დიპლომატიური სტატუსით სარგებლობენ.
პოლონეთის მთავრობაში სპეცსამსახურების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, დაკავებულია მარეკ მ. რომელიც საჯარო მოხელა და მუშაობდა ენერგოპროექტებზე. ის რუს აგენტებს ინფორმაციას აწვდიდა პოლონეთის მიერ „სამხრეთი დინება – 2“-ის წინააღმდეგ დაგეგმილ ნაბიჯებზე.
როგორც BBC წერს, ევროპის პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის 20-მდე ქვეყანა მზადაა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშზე თავდასხმის გამო.
კომენტარები