სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობას განაგრძობს. პროექტს დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცნობს. სამსახურმა უნდა გამოიძიოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ის ფაქტები, რომელსაც სამართალდამცველები ჩაიდენენ, ამავე მექანიზმით უნდა გაკონტროლდეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესი და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საქმიანობა.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ახალი ორგანო ეფექტური საშუალება იქნება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ინტერესთა კონფლიქტი იმ შემთხვევაში თუ კი სამართალდამცველის მხრიდან ადგილი ექნება სავარაუდო დანაშაულის ჩადენას და უკვე შემდგომ ამ დანაშაულის გამოძიებას. მინიტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი უწყების შექმნის ვალდებულება სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე ჰქონდა აღებული და ასევე სახელმწიფოს დისკრეცია იყო ის, რომ განესაზღვრა, ახალი უწყება იქნებოდა თუ არა დაკავშირებული დღეს არსებულ პერსონალურ დაცვის ინსპექტორთან.
„იქნება ძალიან ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ინტერესთა კონფლიქტი საგამოძიებო ორგანოებსა და იმ პირებს შორის, რომელთა მიერ, სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს ეს ორგანო. რაც შეეხება იმას, რომ ეს იქნება მიერთებული პერსონალურ დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტთან, ეს იყო სახელმწიფო დისკრეციის საკითხი, ჩემი აზრით, ერთმანეთს ეს ორი ფუნქცია ხელს არ შეუშლის“,-განაცხადა ბარამიძემ.
კომენტარები