NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა

ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა

25 მარ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 835 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს  თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

თბილისის მერის თქმით, გამოცხადდება ასევე კონკურსი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე.

„მაქვს წინადადება, მშვიდობიანობის დროს ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივცემულოდ ეს პარკი იყოს მათი სახელობის. უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი სახელწოდებასთან და მემორიალთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი გმირი გვყავს ჩვენ, ვინც ოკუპაციას შეეწირა ომში, მაგრამ ძალიან დიდი უბედურება და კატასტროფაა ის, რომ მშვიდობიანობის დროს ოკუპაციას ეწირებიან ადამიანები. ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად ამ ადამიანებს სჭირდება დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე ფონიჭალაში მდებარე პარკში  გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით, 8 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პარკის მშენებლობა კრწანისის გამგეობამ გასულ წელს დაიწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, მოეწყო ბილიკები და გამწვანების მასშტაბური თარგები, სადაც 15 სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი მცენარეებიც დაირგო, გაკეთდა შადრევანი.

ფონიჭალაში დღეს თბილისის მერთან ერთად კრწანისის რაიონის გამგებელი, მერის მოადგილეები, საკრებულოს და პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კახა კალაძე მერია ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი პარკი ფონიჭალა 2018-03-25
სოსო ელისაშვილი
Tags კახა კალაძე მერია ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი პარკი ფონიჭალა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგა-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა

შემდეგი სტატია

კვირიკაშვილი: „1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა“

მსგავსი სტატიები

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე განახლებული მოძრავი შემადგენლობები მოემსახურება

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე განახლებული მოძრავი შემადგენლობები მოემსახურება

15 მაი 2018
“მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, ვინაიდან დასახლებული ადგილებია და ჩვენ ღამეც გვიწევს მუშაობა”

“მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, ვინაიდან დასახლებული ადგილებია და ჩვენ ღამეც გვიწევს მუშაობა”

31 აგვ 2018

„მე მივეცი ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას და ძლიერ რეგიონს“

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge