„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ დავით ერაძესა და იურისტ თამთა მურადაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. ამის გამო ტელეკომპანიის თანამშრომლები გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.
„შემეცვალა სტატუსი, უკვე აღარ ვარ მოწმე და უკვე მცნეს დაზარალებულად, გადმომცეს ოქმი, რომლითაც განმიმარტეს ჩემი უფლებები. ჩემ მანქანას კრიმინალურმა პოლიციამ ჩაუტარა ექსპერტიზა და დადგინდა ქონებრივი ზიანი და შესაბამისად, საქმის წარმოების დროს, რაც საჭირო იქნება დაზარალებულის მონაწილეობა, შესაბამის დავეხმარები გამოძიებას ყველანაირად“,-განაცხადა მურადაშვილმა.
19 მარტს, „რუსთავი 2“-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.
18 მარტს ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად”.
კომენტარები