„მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, უფრო ძლიერ კონსტიტუციურ სისტემას, უფრო ძლიერდემოკრატიულ სისტემას და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ფართოდ იქნება სხვადასხვა ინტერესები წარმოდგენილი ჩვენსსაკანონმდებლო ორგანოში და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი კანონპროექტს გენდერულიკვოტირების შესახებ,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზესაარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების ინიციატივის განხილვისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს უჭერს, მისივე თქმით, საქართველოსპარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის სტატისტიკური მაჩვენებელი შემაშფოთებელია და მდგომარეობის გაუმჯობესებაკვოტირების ამოქმედების გარეშე ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება.
„მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ კვოტირებასთან.იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ მე მყარად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოსპარლამენტის წინაშე.
ზოგადად, ჩვენი მეგობრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, ქალთა მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივ დაპოლიტიკურ ცხოვრებაში არის ქვეყნის საერთო პროგრესის მნიშვნელობის ინდიკატორი. ასე აღიქმება ეს ყველაფერი ჩვენიმეგობრების და ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი ჩემთვის, რომელიც მიმყარებს რწმენას, რომმნიშვნელოვანია ჩვენ გავზარდოთ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში და ამის გაკეთება იქნება ძალიანრული და წაიღებს ძალიან ბევრ დროს გენდერული კვოტების ამოქმედების გარეშე და ეს პროცესი იქნება ნელი.
თუ ჩვენგვინდა, რომ სწრაფ წინსვლას მივაღწიოთ ამ მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ზუსტად ამასუზრუნველყოფს კვოტირების შემოთავაზებული მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტისწინაშე”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ საქართველოს პარლამენტში 15%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები, არარის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს მოცემულობა არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, არსებულ ბალანსს დარეალურ მდგომარეობას. კვოტირების საშუალებით კი მოხდება ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა. „ის, რომ კვოტირება არის ხელოვნური ჩარევა,
ამაზე ბუნებრივია არავინ დაობს, თუმცა ეს არის ხელოვნური ჩარევა, რომლისმიზანიც არის ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა. ანუ, ხელოვნური ჩარევა ხორციელდება იმისათვის, რომ ბუნებრივისურათი და ბუნებრივი პროპორცია ჩამოყალიბდეს, ბუნებრივი ბალანსი ჩამოყალიბდეს საქართველოს პარლამენტში. ის, რომ15 %-ით არიან წარმოდგენილი ქალები საქართველოს პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ ასახავს არსებულ ვითარებას.ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა რესურსია საქართველოში ქალბატონებში,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ქალებში არის იმაზე მეტი რესურსი და პოტენციალი, ვიდრე ამისსაპარლამენტო ცხოვრებაში გამოყენება ხდება და ამ სამწუხარო რეალობას, სჭირდება ცვლილება და ამ რესურსს სჭირდება სათანადო გამოყენება.
კომენტარები