NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მდინარაძე: „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა

მდინარაძე: „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა

23 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 333 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ვახდენთ კანონპროექტის ინიცირებას, რომელსაც ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წლის 29 იანვარს, სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას მოვახსენეთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებდა მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტითუზრუნველყოფდა მართლმსაჯულების ხელშეუვალობას და მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. ამ ინიციატივას ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ.

„ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროს და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შექმნილიყო მყარი პოლიტიკური დასამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტის შეზღუდვები, რათა ვეღარასდროს ვერავისგაებედა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა!

ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიცირებას.

„გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში და აგრეთვე კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი,რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.

წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის,მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებითმძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.

პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.

ამ სახის ცვლილებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს.

გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ფრაქციის წევრს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც კოორდინაცია გაუწია ფრაქციის წევრების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების კონსულტაციებს ხსენებულიცვლილებების შექმნის პროცესში.

და ბოლოს, იმედი მაქვს, რომ საქართველო წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენებაც არ გახდება საჭირო, მაგრამ მათი არსებობა აუცილებელია, რათა ვერცერთმასახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

გირგვლიანის შესწორებები მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ცვლილებები 2018-03-23
სოსო ელისაშვილი
Tags გირგვლიანის შესწორებები მამუკა მდინარაძე საკანონმდებლო ცვლილებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედნტოდ დიდი რაოდენობის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო

შემდეგი სტატია

„თუ გინებისთვის შეეფარდებათ პატიმრობა, მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირები კარგა ხნის დაპატიმრებულები უნდა იყვნენ“

მსგავსი სტატიები

შეწყალების საკითხზე სათათბირო ორგანოს შექმნით, პრეზიდენტს უნდა იმ მოვლენებიდან გამოძვრეს, რაშიც გაეხვა და სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება

შეწყალების საკითხზე სათათბირო ორგანოს შექმნით, პრეზიდენტს უნდა იმ მოვლენებიდან გამოძვრეს, რაშიც გაეხვა და სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება

ირაკლი შალიკაშვილი 01 ნოე 2019
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდა

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდა

21 მაი 2018
ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ?-ათასი სხვა აქტივისტი აიღებს ხელში დროშას

ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ?-ათასი სხვა აქტივისტი აიღებს ხელში დროშას

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2021

უახლესი ამბები

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge