NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კვირიკაშვილი: „დღეიდან ქვეყანას აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია“

კვირიკაშვილი: „დღეიდან ქვეყანას აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია“

23 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 884 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პერემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია მიიღო.

დღეიდან ქვეყანას აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სტაბილურობასა და პლურალიზმს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში, შესაბამისად, გამორიცხავს ავტოკრატიას.

ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში – საკონსტიტუციო კომისიას, პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ექსპერტებს, საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, ყველას, ვინც მონაწილეობდა საყოველთაო განხილვებში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვენეციის კომისიას, პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მთელ ამ პროცესში და ძალიან დადებითი შეფასება მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა კონსტიტუციის გაჯანსაღებაზე.

2013 წელს უკვე გადავდგით ნაბიჯები საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისა და პარლამენტის როლის გაზრდის მიმართულებით. კონსტიტუციიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა და პარლამენტს არ ჰქონდა რეალური ბერკეტი, არ მიეღო პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

ეს ტენდენცია გაგრძელდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესშიც. ჩვენ, მმართველი გუნდი და აღმასრულებელი ხელისუფლება, წავედით ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენ მიზნად დავისახეთ ქვეყანას ჰქონოდა დაბალანსებული კონსტიტუცია და გადავსულიყავით სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე.

მოგეხსენებათ, ახალ რედაქციაზე მუშაობისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვა. საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული გვყავდა ექსპერტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციისა და ექსპერტების რეკომენდაციების 80%-მდე, რაც ასევე უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში.

საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ უარი ვუთხარით წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას – კონსტიტუცია ვიწროპარტიულ ინტერესებსა და კონკრეტულ პერსონებზე მოგვერგო.

დღეიდან ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომლითაც დაბალანსებული და გადანაწილებულია პასუხისმგებლობა ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტს აქვს ბუნებრივი როლი და წონა; გამარტივებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტიანი და ანგარიშვალდებული, პრეზიდენტს აქვს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; გარდამავალ დებულებებში ასახულია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა; იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი; მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. ამას გარდა, გათვალისწინებულია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი პირველ რიგში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ამავე დროს, პოლიტიკური კონსენსუსისთვის გადაიდგა.

სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნების საფუძველზე აისახა დოკუმენტში ის, რომ2024 წლიდან ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. ჩვენ, კონსტიტუციის განხილვების პროცესში არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ბარიერი დაიწევს 5-დან 3 პროცენტამდე. ამავე დროს, ერთჯერადად შენარჩუნდება საარჩევნოდ ბლოკების შექმნის შესაძლებლობა.

მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ყოველთვის იყო, თუმცა რეალური და ქმედითი ნაბიჯები მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა.

ასევე, ბოლო ცვლილებებით გაუქმებულია ბონუსების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. ეს ცვლილებები გამორიცხავს ოპონენტების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება სათანადოდ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ დაბალანსებული კონსტიტუციის მიღებით. ეს უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინსვლის წინაპირობა და გარანტი“, – წერია პრემიერის განცხადებაში.

 

კომენტარები

ახალი რედაქცია გიორგი კვირიკაშვილი კონსტიტუცია კონსტიტუციის ახალი რედაქცია პრემიერმინისტრი 2018-03-23
სოსო ელისაშვილი
Tags ახალი რედაქცია გიორგი კვირიკაშვილი კონსტიტუცია კონსტიტუციის ახალი რედაქცია პრემიერმინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს

შემდეგი სტატია

შსს-მ „ლეო გრანდის“ ხანძრის საქმეზე 2 პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

მალე ქურდულ სამყაროში სიჩუმე დაირღვევა

მალე ქურდულ სამყაროში სიჩუმე დაირღვევა

26 ნოე 2017
ლავროვის შეხვედრაზე – გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ

ლავროვის შეხვედრაზე – გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ

ირაკლი შალიკაშვილი 27 სექ 2019

„მე მივეცი ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას და ძლიერ რეგიონს“

21 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge