NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი

ირაკლი კობახიძე: დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი

23 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 689 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

P„დღეს დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული ძირითადი კანონი,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„აღნიშნული რეფორმით, ჩვენ მოქმედი პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩავანაცვლეთ დემოკრატიული კონსტიტუციით, რომელიც, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და აუმჯობესებს ქვეყნის კონსტიტუციურ სისტემას.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე ეს არის სისტემა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით და ზეპარტიული პრეზიდენტით.
კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას კონსტიტუციურ ორგანოებს შორის.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ოპოზიციიც როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკეთეს მოწესრიგებას საპარლამენტო მმართველობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად.

და რაც მთავარია, კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმის ყოველგვარი ფორმით გამეორების შესაძლებლობას. საპარლამენტო მმართველობა პროპორციული საარჩევნო სისტემით არ ტოვებს ავტოკრატიის ან ხელისუფლების მითვისების არავითარ შესაძლებლობას, რაც არის საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიღწევა.

მე მინდა მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა ადამიანს, ჩემს კოლეგებს – საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, რომელთა მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგის მიღწევა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის მიღებას, რომელიც საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას ძალია მყარ საფუძველს ჩაუყრის,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, 115 ხმით, ერთხმად მიიღო.

კომენტარები

ახალი კანონი ირაკლი კობახიძე კონსტიტუცია ვაშაძე 2018-03-23
სოსო ელისაშვილი
Tags ახალი კანონი ირაკლი კობახიძე კონსტიტუცია ვაშაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შემდეგი სტატია

პოლიციამ სუპერმარკეტში შტურმი განახორციელა, თავდამსხმელი მოკლულია

მსგავსი სტატიები

მაჩალიკაშვილის მამა: ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ

მაჩალიკაშვილის მამა: ძალიან გთხოვთ, ჩატაევს ჩემს წინაშე ნუ ახსენებთ

03 იან 2018
უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

09 აგვ 2018
საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 05 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge