NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კვირიკაშვილი: რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას

კვირიკაშვილი: რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას

23 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 431 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრთა შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრების მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად და წარმატებულად შეფასდა. მიღწეულ პროგრესში პრემიერმინისტრმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, აღინიშნა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი, მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ითქვა, რომ 2019 წლის მაისიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

“მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასება უნდა მიეცეს.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირეს.

დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი თბილისში კრისტიან ურსე არიან, ჯგუფის თავმჯდომარე, ლიტველი ლაიმა იურევიჩინი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის მიზანი ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შეფასება და გეგმით გათვალისწინებული პროექტებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიება იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ირაკლი გივიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ანექსია გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭო რუსეთი 2018-03-23
სოსო ელისაშვილი
Tags ანექსია გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭო რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქარტია: გიორგი გაბუნიას დისკრიმინაციის პრინციპი არ დაურღვევია

შემდეგი სტატია

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

მსგავსი სტატიები

ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი: ოშკის ტაძარზე სამუშაოები კვალიფიციურად მიმდინარეობს

ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი: ოშკის ტაძარზე სამუშაოები კვალიფიციურად მიმდინარეობს

13 ივნ 2018
ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედ „ცხელ ხაზზე“ საქართველოს მოქალაქეების დაშავების თაობაზე შეტყობინებები არ დაფიქსირებულა

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედ „ცხელ ხაზზე“ საქართველოს მოქალაქეების დაშავების თაობაზე შეტყობინებები არ დაფიქსირებულა

17 აგვ 2017

კიოლნში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალი მძევლად აიყვანა

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge