საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით,რეგიონებში და ზოგადად ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენსჭირდებათ და უნდა ჰქონდეთ სრული, ამომწურავი და სტაბილური საინფორმაციო წყარო ჩვენივე საერთო საინფორმაციო სივრციდან.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამისთვის მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის საზოგადოებრივი მაუწყებლისბორდში ყოფნა, რადგან პოლიტიკის დაგეგმვისას ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.
ეროვნულ უმცირესობებს აქვთ თავიანთი დიდი წვლილი ერთიანი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში დაეს როლი კიდევ უფრო უნდა გამოვკვეთოთ, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომენტარები