NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ლაბორატორიაც უერთდება

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ლაბორატორიაც უერთდება

22 მარ 2018 ახალი ამბები 368 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია  სხვადასხვა აქტივობებით უერთდება წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო ღონისძიებას. დღეს,  სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყობა და მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება თავადაც ჩაერთონ წყლის კვლევის პროცესში. ლაბორატორიის სპეციალისტები წყლის სისუფთავესა და ხარისხსზე მოსწავლეებს საინტერესო ცნობებს მიაწვდიან.

სასმელი წყლის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. მომხმარებლების ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, აუცილებელია დროული და საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია. ამისათვის, უწყვეტად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვა და არსებული მეთოდების სრულყოფა. ლაბორატორია და ლაბორატორიის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული, რაც ქმნის სანდოობის განცდას, როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა და სიზუსტე. წყლის კველვაზე მომუშავე ლაბორატორიის სპეციალისტები იღებენ აქტიურ მონაწილეობას   საერთაშორისო პროფესიულ ტესტირების პროგრამაში, სადაც უმაღლესი სიზუსტით წარადგენენ კვლევის შედეგებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მომხმარებლებს სასმელი წყლის გამოკვლევა შეუძლიათ, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, როგორც მიკრობიოლოგიურ, ასევე ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებზე. ამ კვლევებით შესაძლებელია წყლის სისუფთავისა და ხარისხის დადგენა.

დღევანდელი დღის მონაცემებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში სასმელ წყალში სულ ჩატარებულია 1026 კვლევა. როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისგან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად შემოსულია 439 ნიმუში. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი წყლის მიკრობიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებზე სულ ჩატარებულია 5754 კვლევა. როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისგან ლაბორატორიაში გამოსაკვლევად შემოსულია 2251 ნიმუში.

კომენტარები

22 მარტი ლაბორატორია წყლის საერთაშორისო დღე 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags 22 მარტი ლაბორატორია წყლის საერთაშორისო დღე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შოთაძე „ქართულ მარშზე“ -„შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან,  ასახული იქნება ბრალდების დადგენილებაში“

შემდეგი სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილი – EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა

მსგავსი სტატიები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

05 ივნ 2018

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან

14 დეკ 2017
სასტუმრო ბუდაპეშტი – თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ

სასტუმრო ბუდაპეშტი – თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ

25 იან 2019

უახლესი ამბები

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge