NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„შსს თავს ვალდებულად თვლის, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს“

„შსს თავს ვალდებულად თვლის, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს“

22 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 772 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შსს თავს ვალდებულად თვლის, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური მიმართვა არ შესულა, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყოს.

„ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. ჩვენთან შეტყობინება ან განცხადება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც ჟურნალისტების მხრიდან, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.

როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.

როდესაც მსხვერპლები, მითუმეტეს ქალბატონები, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ თამამად, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება.

დავკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს,  ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა სექსულური შევიწროების შესაძლო მსხვერპლ პირებს მიმართა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

„მოვისმინე, რომ მსხვერპლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, იმისთვის რომ მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს, მოვუწოდებ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, გამოძიების მხრიდან მათი დაბარების შემთხვევაში“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მან კანდიდატურა მოხსნა.

ამასთან, დღეს, სიდა-ს გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კომენტარები

გამოძიება ზვიად დევდარიანი ნათია მეზვრიშვილი შსს 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags გამოძიება ზვიად დევდარიანი ნათია მეზვრიშვილი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ორი წევრი აირჩიეს

შემდეგი სტატია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს

მსგავსი სტატიები

„ამგვარი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ახლო შუალედში სამიტამდე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“

„ამგვარი პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ახლო შუალედში სამიტამდე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“

08 ნოე 2017
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ამსახველი ფოტოები გაავრცელა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ამსახველი ფოტოები გაავრცელა

16 სექ 2017
შსს-ს განცხადება უხვ ნალექთან დაკავშირებით

შსს-ს განცხადება უხვ ნალექთან დაკავშირებით

10 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

  • მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

    მარკ ფეიგინი: საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ  ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ ვიმოქმედებთ მათზე …

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge