„ქართული მარშის„“ წევრებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ მთავარმა პრორკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პირის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება, ასახული იქნება ბრალის დადგენილებაში.
„ამ ეტაპზე მე სამართლებრივი შეფასებებისგან შევიკავებ თავს, კონკრეტული პირები არიან ბრალდებულის სახით დაკავებულები, მიმდინარეობს შესაბამისის საგამოძიებო მოქმედებები, მოხდება საქმეში მოგროვილი ყველა მტკიცებულების შეფასება და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა, თუმცა ეს იქნება პირველადი ბრალი, გამოძიება გაგრძელდება და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში“,-განაცხადა შოთაძემ.
კომენტარები