საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში მოაწერეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს საქართველოსა და ბელარუსს შორის.
უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გარდა, ორი პრეზიდენტის შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა 11 შეთანხმებას სხვადასხვა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობების შესახებ.
კომენტარები