NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს ბანკმა საქართველოში უსინათლო პირებისთვის ბანკომატების ადაპტირება განახორციელა

საქართველოს ბანკმა საქართველოში უსინათლო პირებისთვის ბანკომატების ადაპტირება განახორციელა

22 მარ 2018 ახალი ამბები 331 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

22 მარტი, 2018 – საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა  ბანკომატების უსინათლო პირებისთვის ადაპტირების შესახებ. ადაპტირების პროექტი, საქართველოში პირველად, განხორციელდა საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლი ხე“-ს ორგანიზებით. უსინათლო პირებს, შესაძლებლობა აქვთ სრულიად დამოუკიდებლად ისარგებლონ საქართველოს ბანკის ბანკომატებით. ადაპტირების პროცესში მოხდა ბანკომატების ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა და არსებული სისტემის HTML ფორმატზე გადაყვანა, რაც თავის მხრივ ტექნიკური მახასიათებლების გაძლიერებასაც ნიშნავს. შესაბამისად, ბანკომატზე დამონტაჟდა ყურთსასმენის განსათავსებელი მოწყობილობები, შეიცვალა ბანკომატის სცენარი და გახმოვანდა მენიუ.  ბარათის, თანხისა და ქვითრის ჭრილის მანიშნებლები კი ბრაილის წარწერიანი სტიკერებით ჩანაცვლდა. ბანკომატების ადაპტირების პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული უსინათლო პირები, რამაც შესაძლებელი გახადა, ბანკომატით განხორციელებული ტრანზაქციები მათ საჭიროებაზე  მაქსიმალურად ყოფილიყო  მორგებული.

აღსანიშნავია, რომ უსინათლო პირებისათვის ბანკომატით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით მათ საჩუქრად გადაეცემათ ყურთსასმენები. ადაპტირებული ბანკომატითა და ხმოვანი პროგრამით პირველად სარგებლობის შემთხვევაში, ბანკომატზე ყურთსასმენების მიერთების გზით, მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ ბანკომატით სარგებლობის ინსტრუქცია, პროცესის აღწერა, რაც საშუალებას მისცემთ მარტივად და დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ოპერაციები როგორიციაა: თანხის განაღდება, პინ კოდის შეცვლა, ნაშთის შემოწმება და ა.შ

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ მუდმივად ზრუნავს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საბანკო მომსახურების და ბანკის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ზრდაზე. საქართველოს ბანკის ბანკომატების უსინათლო პირთათვის ადაპტირება  და მათი ხმოვანი პროგრამით უზრუნველყოფა ამ ეტაპისთვის დასრულებულია თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. ჯამში ადაპტირებულია 10 ბანკომატი. პროცესი გრძელდება და ადაპტირებული ბანკომატების  რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

 

{R}

კომენტარები

საქართველო საქართველოს ბანკი უსინათლოები 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags საქართველო საქართველოს ბანკი უსინათლოები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილი – EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა

შემდეგი სტატია

ზაზა გაბუნია – ეთნიკურ უმცირესობებს სრული და სტაბილური საინფორმაციო წყარო ჩვენივე საერთო საინფორმაციო სივრცეში უნდა ჰქონდეთ

მსგავსი სტატიები

თსუ-ს ბაკალავრიატის დიპლომი წელს 3000-მა სტუდენტმა მიიღო

თსუ-ს ბაკალავრიატის დიპლომი წელს 3000-მა სტუდენტმა მიიღო

29 ივლ 2018
ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

03 ნოე 2017
ნატო-ს გემების შავი ზღვის აუზში შემოსვლა მკაფიო შეტყობინებაა რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა მარტო არ არიან – უკრაინის ვიცე-პრემიერი

ნატო-ს გემების შავი ზღვის აუზში შემოსვლა მკაფიო შეტყობინებაა რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა მარტო არ არიან – უკრაინის ვიცე-პრემიერი

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge