სამხარაულის ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გადაწყდება, არის თუ არა არჩილ ტატუნაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობა, ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილის ოჯახს. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, შსს-ში გამოძიება დაწყებულია და დაიწყო იმ დღესვე, როცა მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას ამ საქმეში, ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას – არის თუ არა იმის საჭიროება, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა“,-განაცხადა შოთაძემ.
კომენტარები