NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

პირველად საქართველოში სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოება დაიწყება

22 მარ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 694 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქართულ-ბელარუსული კომპანიების თანამშრომლობით, საქართველოში პირველად ლიფტების წარმოება დაიწყება – თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო და სატვირთო ლიფტებითბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრის „ანალიზ-ხელსაწყოს“ ბაზაზე აეწყობა. ახალი საწარმო პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ დაათვალიერეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.

ლიფტების საწარმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია „მოგილევ ლიფტმაშისა“ და კომპანია SIS-ის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საწარმოს თვეში 40-60 ლიფტისდამზადება შეეძლება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივ საწარმოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა, რაც სამეცნიერო პოტენციალისა და, ამასთან, პროფესიული განათლების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ განვითარებაზე, რაც არ არის მხოლოდ ლიფტების წარმოება, ეს არის ამწე მოწყობილობების წარმოებისგანვითარებაც. დაგეგმილია, რომ საქართველოში წარმოების ლოკალიზაცია იყოს 71 პროცენტი შემდეგი წლის ბოლოსთვის. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადგილზე შევძლებთროგორც ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარებას, ასევე საბოლოო ჯამში, შევძლებთ იმას, რომ ექსპორტზეც ვიფიქროთ“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლიფტების ახალ საწარმოში პირველივე ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება და ეს ციფრი შემდგომში მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბელარუსულ „მოგილევ ლიფტმაშთან” ერთადსაქართველოში ნაწარმოები ლიფტები მაღალი ხარისხითა და ფასით თავისუფლად შეძლებენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქციას.

აღსანიშნავია, რომ ლიფტების საწარმოს ბაზაზე მოხდება შესაბამისი კადრების გადამზადებაც, რომლებიც პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან შემდგომში სხვადასხვა ობიექტებზე დასასაქმებლად ლიფტებისმომსახურების სფეროში.

მნიშვნელოვანია, რომ ლიფტების წარმოების დაწყებასთან ერთად საქართველოში განვითარდება სათადარიგო ნაწილების ბაზარიც, რაც აქამდე არ არსებობდა.

კომენტარები

ბელარუსი ლიფტი ტექნიკური უნივერსიტეტი 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags ბელარუსი ლიფტი ტექნიკური უნივერსიტეტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესახებ დოკუმენტი ბორჯომის საკრებულოში დარეგისტრირდა

შემდეგი სტატია

კალაძე: სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპს სეულში საპროტესტო აქციით დახვდნენ

დონალდ ტრამპს სეულში საპროტესტო აქციით დახვდნენ

05 ნოე 2017

საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

31 ოქტ 2017
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გახსნილია საზოგადოებისთვის

ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გახსნილია საზოგადოებისთვის

18 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

    ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge