საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, თბილისში, მოსკოვის გამზირს გადაერქვას სახელი და ეწოდოს არჩილ ტატუნაშვილის სახელი. აღნიშნულის შესახებ ფრაქციის წევრნა ნიკა ვაჩეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ხდება რუსული ინტერესის ძალიან ინტენსიური შემოჭრა, ხდება ჰიბრიდული ომი და ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ, როდესაც ოკუპანტები იტაცებენ, კლავენ და მერე ცხედრის გადმოცემაზე ვაჭრობენ, ამ ვითარებაში ჩვენ გვაქვს საქართველოს დედაქალაქში მოსკოვის გამზირი. ეს არის შეუძლებელი, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გადაერქვას თბილისში მდებარე მოსკოვის გამზირს სახელი და მას დავარქვათ საქართველოს ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი“,-განაცხადა ვაჩეიშვილმა.
კომენტარები