ვონ შტაინის ახალი ფილმი ტერმინალი ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა და ახლა უკვე მაყურებელს ეძლევა შანსი მისი პირველი თრეილერის ხილვის. პროექტი, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი მარგო რობი ასრულებს მიმდინარე წლის 11 მაისს გამოვა და გავრცელებული ვიდეოს მიხედვით ძალიან საინტერესო სანახაობის მომასწავებელია.
რობისთან ერთად ფილმში ასევე მონაწილეობას იღებენ საიმონ პეგი, მაიკ მაიერსი, მაქს აირონსი და დექსტერ ფლეჩერი. გარდა იმისა, რომ რობი მთავარ როლს ასრულებს, ის ასევე ფილმის ერთ-ერთი პროდესერიც არის.
ჩვენს მიერ ნახსენები მხატვრული ფილმის ზუსტად იმ პერიოდში გამოდის, როდესაც სხვა ღირსშესანიშნავი პროექტების პრემიერა იგეგმება, მაგალითად დედპული 2 და შურისმაძიებლების ახალი სერია, ამიტომ რობის ახალ ნამუშევარს ნამდვილად გაუჭირდება მათთან კონკურენცია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფილმის ნახვა არ ღირს. ქვემოთ იხილეთ ახალი ტრეილერი:
კომენტარები