NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ლუკაშენკო სოხუმზე: „ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად…“

ლუკაშენკო სოხუმზე: „ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად…“

22 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 809 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თქვენი ვიზიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებებს, მათ შორის „საქართველო ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას“ რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ჩვენს ურთიერთობებს ბევრი ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ის ურთიერთობები, რომელიც ბელარუსსა და საქართველოს შორის არის, ვფიქრობ, ბევრი სახელმწიფოებისთვის სამაგალითოა.

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის.
მადლობა თქვენ პირადი მეგობრობის, კარგი ურთიერთობებისა და იმ ზრუნვისთვის, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხისათვის და საქართველოსათვის აკეთებთ”, – აღნიშნული განცხადებით დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან პირისპირ მოლაპარაკებები, ბელარუსის პრეზიდენტის თბილისში ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობისას.

ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი უკვე მეორე ვიზიტია.

„თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე… მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა… არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად…

ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, – აღნიშნა ალექსანდრე

ლუკაშენკომ და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და პატიოსნებას გაუსვა ხაზი.

როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, საქართველო – ბელორუსის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შესამჩნევმა პროგრესმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა. ორმხრივი ურთიერთობების ეს პროგრესი დინამიურად განვითარებადი და შეუქცევადია.

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ასეთი აღმაშფოთებელი შემთხვევები და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საჭიროებს. ამასთან, საქართველო განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ელის.

ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების განხილვისას გიორგი მარგველაშვილმა არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დაადასტურეს ერთგულება საზღვრების ურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან აფასებ ბელარუსი მეგობრების გვერდში დგომას და მათ მტკიცე მხარდაჭერას.

„ეს ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება ჩვენი ქვეყნებისათვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთი ბელარუსი საქართველო სოხუმი 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთი ბელარუსი საქართველო სოხუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები დაიწყო

შემდეგი სტატია

საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

მსგავსი სტატიები

„პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს, რომ მეუფე შიო უნდა იყოს აუცილებლად კათოლიკოს-პატრიარქი“

„პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს, რომ მეუფე შიო უნდა იყოს აუცილებლად კათოლიკოს-პატრიარქი“

23 ნოე 2017
„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018
ქობულია, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ფონდების შექმნის საჭიროებაზე საუბრობს

ქობულია, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ფონდების შექმნის საჭიროებაზე საუბრობს

13 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge