„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულ პირებს ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.
წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლამდე კომენტარი დაკავებულების ადვოკატმა გააკეთა, ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, თავდაპირველად საქმის წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მისივე თქმით, ეს რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მიერ დაკვეთილი საქმის წარმოებაა.
„არ ველოდებოდი, რომ 239-ე მუხლით დაიწყებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, მაშინ, როცა ადმინისტრაციული წარმოება ჰქონდათ დაწყებული. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განიხილა მათი სამართალდარღვევის საკითხი და ამ დროს რატომღაც გადაიფიქრა საქმის მწარმოებელმა ორგანომ, განაცხადა, რომ უტვინოები ვართ, შეგვეშალა და სინამდვილეში გვარამია იყო უკმაყოფილო იმით, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემული ეს პირები და დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ამიტომ მიმაჩნია მე, რომ ეს წარმოება არის დაკვეთილი წარმოება „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მიერ“,-განაცხადა ჯავახიშვილმა.
კომენტარები