NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ევროპის საბჭოს წევრები საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს წარმატებულად აფასებენ

ევროპის საბჭოს წევრები საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს წარმატებულად აფასებენ

22 მარ 2018 ახალი ამბები 733 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით მიღწეული პროგრესი, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა დაქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისადა ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრთა შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრების მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითადდა წარმატებულად შეფასდა.

მიღწეულ პროგრესში პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერისმნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოითქვა მზადყოფნაორმხრივი, მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. შეხვედრისას ითქვა, რომ 2019 წლის მაისიდან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოიქნება, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენმიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასებაუნდა მიეცეს. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერადააფიქსირეს.

დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივიწარმომადგენლები და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი თბილისში კრისტიან ურსე არიან, ჯგუფის თავმჯდომარე,ლიტველი ლაიმა იურევიჩინი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანი ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შეფასება და გეგმით გათვალისწინებულიპროექტებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიება იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ირაკლიგივიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

დემოკრატია ევროპის საბჭოს წევრები საქართველო 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags დემოკრატია ევროპის საბჭოს წევრები საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შემდეგი სტატია

კახა კალაძემ დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს მიღება მიულოცა

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე: დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს

11 სექ 2018

აფბა: „სითი პარკის“ გაძევებაში ბუნდოვანი დეტალებია, რაც შესაძლოა ძვირი დაგვიჯდეს

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
ნათია მეზვრიშვილი: „შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“

ნათია მეზვრიშვილი: „შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“

03 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge