NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო

დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო

22 მარ 2018 ახალი ამბები 875 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო.

სასტუმრო „რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა EU4Business-ის მნიშვნელობაზე საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამა EU4Business-ს ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, ზრდის ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებულ მნიშვნელოვანი რეფორმებზე ისაუბრა, მან ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. „2014 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებას, რაც ნამდვილად იყო ბიძგი, რომ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გახსნილიყო, საქართველოს გასჩენოდა სტიმული იმისთვის,

რომ შექმნილიყო ახალი წარმოებები და საქართველოს ეკონომიკა მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. სწორედ ამ დროს საქართველოს მთავრობამ შექმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც თავისი შინაარსით თითქმის იგივეა, რაც შემდგომში უკვე ევროკავშირმა შემოგვთავაზა, როგორც პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი სერიოზული სტიმულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ექსპორტის დივერიფიკაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე აღნიშნა, რომ საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის.

კომენტარები

დელეგაცია დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირი 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags დელეგაცია დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ინდოეთში ფერების ულამაზესი ფესტივალი ჩატარდა

შემდეგი სტატია

აშშ საქართველოს 105 320 000 დოლარს გამოუყოფს

მსგავსი სტატიები

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

05 ივნ 2018

„საარჩევნო სისტემა შეცვალეთ თქვე სულელებო, უკან მოგრჩებათ შეწყალება“

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დღეს პროკურატურში ელოდებიან

04 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge