NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს [ფოტოები]

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს [ფოტოები]

22 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 987 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოჩენის შესახებ  სააგენტომ ცნობა კომპანია RMG-სგან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს.

“სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსებისა და არქიტექტორების ჯგუფი ადგილზე ვითარებას იმ მკვიდრ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ, რომელთაც ნამონასტრალის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელი იყო ჰქონოდათ.

დღევანდელი მონაცემებით, ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რომელიც ტყით დაფარული ქედის თხემზეა განლაგებული. ამ მონასტრის შესახებ ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში. გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მისი სახელი უცნობი იყო.
სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. სამშენებლო ნაშთები ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. 8,40 მ სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ზომის ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა”- აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომელიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი. ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილ კარს ნათალი ქვის გრძელი არქიტრავი ფარავს. ეკლესია ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული, კედლებს აბოლოებდა ნათალი ქვის კბილანებიანი კარნიზები, რაც შენობის ადრეულობის ერთერთი ნიშანია.

“სავარაუდოდ, XIII საუკუნეში, ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ნათალი ქვით ნაგები კარიბჭე, რომლის სტრუქტურას ორკალთა გადახურვა აქვს. აღმოსავლეთ ეკლესიის კედლებზე მლოცველთა სხვადასხვა პერიოდის მინაწერებია ამოკაწრული.
ეკლესიის ირგვლივ შეინიშნება გალავნის ნანგრევები და სენაკების კვალი. ვინაიდან ნამონასტრალი სამეცნიერო კუთხით სრულიად შეუსწავლელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უპირველეს ამოცანათა რიგში ახლადგამოვლენილი ნაგებობებისა და მიდამოს არქეოლოგიურ და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას უზრუნველყოფს. სამეცნიერო შესწავლის შემდეგ კი უწყება სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციაზე იზრუნებს. მანამდე კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს გამოვლენილი ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები”- აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

ეკლესია მონასტერი ფიტარეთი 2018-03-22
სოსო ელისაშვილი
Tags ეკლესია მონასტერი ფიტარეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

შემდეგი სტატია

„ბატონ ბიძინასაც დღეგრძელობას ვუსურვებ“

მსგავსი სტატიები

პანკისის ხეობაში 14:00 საათზე აქცია გაიმართება

პანკისის ხეობაში 14:00 საათზე აქცია გაიმართება

19 ივნ 2018
„კვირიკაშვილი გადადგესო, რომ კივიან, ამ ვითარებაში როგორ წარმოუდგენიათ უკეთესი ალტერნატივა“

„კვირიკაშვილი გადადგესო, რომ კივიან, ამ ვითარებაში როგორ წარმოუდგენიათ უკეთესი ალტერნატივა“

02 ივნ 2018

„ქართული ოცნება“ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ავრცელებს

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთში ჩამოფრინდეს

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge