NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთს ხელისუფლების წინაშე ომის დროს, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე“

„თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთს ხელისუფლების წინაშე ომის დროს, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე“

21 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 554 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, ფრაქციის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ნაცვლად, გრიგოლ ვაშაძე დაიბარონ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთს ხელისუფლებისადმი გრიგოლ ვაშაძის მიერ 2008 წლის ნოემბერში მიწერილი წერილი შეახსენა.

„მიუხედავად იმისა, რომ სალომე სამადაშვილს დღეს ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა, რომელიც  სრულად ჯდებოდა საპარლამენტო დემოკრატიის სტანდარტებში, იგივეს ვერ ვიტყოდი ბატონი გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგზე. მინდა, ასევე გიორგი კანდელაკს გამოვეხმაურო, ეროზიისა და კოროზიის მანიშნებელი იყო სწორედ ვაშაძის განცხადება არაკვალიფიციური, სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი და საერთოდ, რაზეც ვაშაძე თავის ბრიფინგში საუბრობდა, ეს საკითხი ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული 2012 წლის იანვარში. შესაბამისად, ხელების გამოშვერა ჩვენკენ, თითქოს რაღაც დავძარით ისეთი, რაც სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, არის მიუღებელი და სრულიად უსაფუძვლო. ოპოზიციის წარმომადგენლის მიერ ითქვა, რომ პასუხები გვჭირდება ჩვენ რა ხდება. დიახ, ჯობდა, რომ ჯერ დასმულიყო კითხვები, მიგეღოთ პასუხები და შემდეგ ჩატარებულიყო უტიფარი ბრიფინგი, რომელიც დღეს ჩვენ ვნახეთ და სადაც უსაფუძვლო ბრალდებები იყო მოცემული.

ალბათ მთავარი კითხვა ეს არის, რა განიხილება? განიხილება ის, რომ ჩვენ მივიღოთ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, განიხილება ის, რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ასევე ის, რომ ძალის გამოუყენებლობაზე თავისი ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამ. ამაზეა საუბარი. არავითარი სხვა ნარატივი, არავითარი სხვა ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და საქართველოს პოზიციებს ჟენევის ფორმატში რამენაირად ასუსტებს. მუშაობა მიმდინარეობს განცხადებაზე, რომელსაც არანაირი ხელშეკრულების ძალა და არავითარი ხელმოწერები არ მოხდება რომელიღაც ახალი არალეგიტიმური მხარეების მიერ”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ნაციონალურმა მოძრაობას“ მოუწოდა, რომ ფრაქციის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძე დაიბარონ და რუსეთისთვის მიწერილ წერილზე განმარტებები მოსთხოვონ.

„გადაეცით გრიგოლ ვაშაძეს, რომ შეუძლია, მშვიდად იყოს და მშვიდად ისაუბროს. მე თუ მკითხავთ, იმ წერილის შემდეგ, რომელსაც წარმოგიდგენთ, არა მიხეილ ჯანელიძე, არამედ გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიბაროთ თქვენს ფრაქციაზე და პასუხი მოთხოვოთ წერილზე, რომელიც მან 2008 წლის ნოემბერში მისწერა რუსეთის ფედერაციას. ის, როგორც მინისტრი, ხელს აწერს ამ განცხადებას, ტექსტს გადმოგცემთ, გაეცანით. აგვისტოს ომიდან ორ სამ დღეში, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების გადმოსვენება არ იყო დასრულებული, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები გაციებული არ იყო, ბატონი ვაშაძე წერს რუსეთის ხელისუფლებას ენამოჩლექილ წერილს, სადაც რუსეთის ხელისუფლებას ეხვეწება საკონცერტო დარბაზების გამოყოფას, ალაფურშეტის დაფინანსებას და ამდაგვარ საკითხებს. გასტროლებთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ წერილში. შესაბამისად ახლა თუ ვინმე კაპიტულაციას აკეთებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, თუ ვინმე თავდახრილი იდგა რუსეთს ხელისუფლების წინაშე, განსაკუთრებით იმ ომის დროს, როდესაც უმძიმესი დანაკარგები მიიღო ქვეყანამ, ეს იყო გრიგოლ ვაშაძე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟენევაში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი კონსულტაციების რაუნდზე საქართველო, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები, მიიღებენ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე.

 

კომენტარები

არჩილ თალაკვაძე გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა ომი რუსეთი 2018-03-21
სოსო ელისაშვილი
Tags არჩილ თალაკვაძე გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა ომი რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

შემდეგი სტატია

„არანაირი გადავადება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს“

მსგავსი სტატიები

მედიატორებთან სრულიად ჰარმონიული ხედვა გვაქვს, დანარჩენი პროცესში გამოჩნდება

მედიატორებთან სრულიად ჰარმონიული ხედვა გვაქვს, დანარჩენი პროცესში გამოჩნდება

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021
თავდასხმა საფრანგეთში – სამართალდამცველები 29 წლის შერიფ შეკატს ამ დრომდე ეძებენ

თავდასხმა საფრანგეთში – სამართალდამცველები 29 წლის შერიფ შეკატს ამ დრომდე ეძებენ

13 დეკ 2018

პეკინის გამზირზე „დელფოსის“ მაღაზია გაქურდეს

25 იან 2018

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge