NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

21 მარ 2018 ახალი ამბები, სამართალი 590 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაში რ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, ქ. ბათუმში, ტაოს ქუჩის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე, რ.ზ.-მ პირადი უთანხმოების საფუძველზე დაწყებული კონფლიქტისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ზ.-ს და რ.ზ.-ს, ხოლო გასაშველებლად მისულ ბ.ა.-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული ბ.ა. სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ზ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში 2017 წლის 2 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ რ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

განზრახ მკვლელობის მცდელობა სასამართლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო 2018-03-21
სოსო ელისაშვილი
Tags განზრახ მკვლელობის მცდელობა სასამართლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ხანდაზმულობა გარკვეულ სურათს ცვლის, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია“

შემდეგი სტატია

„სითი პარკი“ მერიას მიმართავს, გადაავადოს ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღი

მსგავსი სტატიები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების სამი ფაქტი გამოავლინა

14 დეკ 2017

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის აქტვისტებს მშრომელთა მოძრაობის საერთაშორისო ლიდერი შეხვდა

18 სექ 2017

48 საათიანი ჰაკათონი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის დასრულდა

11 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • დოკუმენტური ფილმის  „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

    დოკუმენტური ფილმის „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

    შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge