დეპუტატებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივიმივაგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.
კომენტარები