„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დილიდან გამოკითხვაზე იმყოფება. გაბუნია საგამოძიებო უწყებაში სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ მუქარისშემცველ წერილების გამო დაიბარეს. ჟურნალისტის თქმით, მას უკვე პირდაპირ მიანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ იგრძნობს უსაფრთხოდ თავს.
„იძულებული ვარ დაცვით გადავადგილდე, მუდმივ სტრესში მიწევს უკვე არა მარტო მუშაობა, არამედ უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ვისაც აქვს ასეთი რამ გამოცდილი, მით უმტეს მე ყველანაირ თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ და ახლა უბრალოდ სხვა არჩევანი არ მაქვს. მე არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და დაცვა მუდმივად არის ჩემს გვერდით. მუქარის შემცველ მესიჯებს პირადად ჩემამდე არ მოუღწევია, შეიძლება იმის გამოც, რომ სოციალურ ქსელში მე დაბლოკილი მაქვს ეს ფუნქცია, თუ ადამიანი არ მყავს „დამეგობრებული“, მისი მესიჯები არ მომდის. სინამდვილეში უამრავი მუქარისშემცველი მესიჯი, მათ შორის გინების, შეურაცხყოფის მესიჯები, რა თქმა უნდა, მოდის, გავსებულია ჩემი ინბოქსი“,-განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები