NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კვირიკაშვილი: თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს

კვირიკაშვილი: თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს

21 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 625 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაურის მილოცვა მოსახლეობას მარნეულში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩემო ძმებო, ჩემო აზერბაიჯანელებო! გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს! ამ ლამაზ დღესასწაულს – ახალი წლის დადგომის, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლისა და სიყვარულის დღეს!

ვუერთდები თქვენს ზეიმს, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სიხარულს.

ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ, ემსახურებოდნენ საქართველოს, ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ასე ვართ ჩვენც დაამ ტრადიციას ჩვენი შვილები გააგრძელებენ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ყველანაირი პირობა ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტიჩართულობისთვის.

მე მივესალმები, რომ თქვენ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ვიცი, რომ თქვენთვის ეს ძალიან ძვირფასია.

ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთად გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში.

მე, როგორც ყოველთვის, დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს, ჩვენი თანამემამულის ცხედარს უნდა მივაგოთ სათანადო პატივი, ამიტომ, სამწუხაროდ, ფიზიკურადთქვენს გვერდით ვერ ვარ.

თუმცა, მთელი გულით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!

გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლასა და გაძლიერებას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ ბაირამი 2018-03-21
სოსო ელისაშვილი
Tags არჩილ ტატუნაშვილი გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ ბაირამი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„სანდრო ბრეგადძის მონახულებისთვის დავისაჯე“

შემდეგი სტატია

22-23 მარტს საქართველოს ალექსანდრე ლუკაშნეკო ეწვევა

მსგავსი სტატიები

საქმიანი ტურიზმის გამოფენას 100-მდე უცხოური კომპანია დაესწრო

საქმიანი ტურიზმის გამოფენას 100-მდე უცხოური კომპანია დაესწრო

06 ივნ 2018
ერთი შეცდომა გვაქვს, რისთვისაც გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, რომ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია

ერთი შეცდომა გვაქვს, რისთვისაც გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, რომ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია

ირაკლი შალიკაშვილი 25 აპრ 2021
არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს „შავი სიები“ აქვს და კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერს“, გუშინ, როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო

არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს „შავი სიები“ აქვს და კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერს“, გუშინ, როცა საიტი გაიხსნა, უამრავი ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge