NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე: პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია

კობახიძე: პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია

21 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 615 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ.

ამ რეზოლუციაში ასახულია ჩვენი მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ:

– რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,

– ჩვენი ისტორიული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები,

– აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ. საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა,

– ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა:

– ჩვენი მოქალაქეების – გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა

– ქართული სოფლების განადგურება, ქართული ეკლესიების დაზიანება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობა

– ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა,

– იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა.

– რეზოლუციით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ რუსეთის ფედერაციისგან:

– ხელი არ შეუშალოს გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით,

– ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ,

– შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,

– შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები,

– შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,

– კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში,

-უზრუნველყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება,

– უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებას, რომელშიც შეყვანილი იქნებიან საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურმოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები. ამ პირთა მიმართ უზრუნველყოფილი იქნება როგორცშიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვების ამოქმედება.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომლითაც:

– კიდევ ერთხელ გამოითქვა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის მზადყოფნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით,

– მათ შორის გამოითქვა ჟენევის ფორმატის გააქტიურების მზადყოფნა და სურვილი,

– გამოითქვა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამ სულისკვეთებასა და მიზნებს ეფუძნება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციაც.

სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის განცხადება გახდა ოპონენტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციისა და პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ოპონენტებმა სცადეს პრემიერმინისტრის განცხადებისწარმოჩენა „ქართული ოცნების“ კურსისა და მიდგომის ცვლილებად, რასაც არ ქონდა არავითარი საფუძველი.

დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა, პრიორიტეტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ეფუძნებოდა პრემიერმინისტრის განცხადებაც, არის უცვლელი.

როგორც პრემიერმინისტრის განცხადება, ისე დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთიგამოხატულება, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებისას. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ჩვენიისტორიული რეგიონების დეოკუპაციასთან და საქართველოს მიერ აღებულ დასავლურ კურსთან. აღნიშნული წითელი ხაზები კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის დაფიქსირებული პარლამენტის მიერ დღესდამტკიცებულ რეზოლუციაში.

მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს – საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საპარლამენტო რეზოლუციას დამინდა გამოვხატო რწმენა, რომ რეზოლუციაში ასახული ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

არჩილ ტატუნაშვილი აფხაზეთი გიგა ოთხოზორია ირაკლი კობახიძე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ოკუპაცია პარლამენტი რეზოლუცია რუსეთი ცხინვალი რეგიონი 2018-03-21
სოსო ელისაშვილი
Tags არჩილ ტატუნაშვილი აფხაზეთი გიგა ოთხოზორია ირაკლი კობახიძე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ოკუპაცია პარლამენტი რეზოლუცია რუსეთი ცხინვალი რეგიონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხვალ თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება

ღარიბაშვილი: მინდა ჩვენს ძვირფას ხალხს ვუთხრა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივნ 2022
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სატვირთო ავტომობილების მფლობელთათვის

„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზება სატვირთო ავტომობილების მფლობელთათვის

07 მაი 2018
ყველა იმ პუნქტზე, რაც მიშელის გეგმაშია, ჩვენ უნდა მივაღწიოთ მხარეებისთვის მისაღებ კონსენსუსს

ყველა იმ პუნქტზე, რაც მიშელის გეგმაშია, ჩვენ უნდა მივაღწიოთ მხარეებისთვის მისაღებ კონსენსუსს

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge