NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ზვიადის ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს“

„ზვიადის ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს“

20 მარ 2018 ახალი ამბები, სოციალური მედია 450 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიას ძალადობაში ასანაშაულებს, ამის შესახებ პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„გუშინ შევხვდი იმ ქალებს, რომლებიც ზვიად დევდარიანს ძალადობაში ადანაშაულობენ. სრულიად განადგურებული ვარ იმით, რაც მოვისმინე: ზოგიერთ შემთხვევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სექსუალური შევიწროებაა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაული. ძალადობის ბევრი მსხვერპლი მინახავს და ჩემთვის ძალიან ნაცნობია მათი ტანჯვა, სირცხვილი, ცრემლები…

მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და რომელსაც გულში იმედი ჩაუქრა, როცა იფიქრა, რომ მე მათ ჩემ მეგობრებზე წინ არ დავაყენებდი. მე ყოველთვის დავგმობ ძალადობას, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის, და ყოველთვის ვიქნები ჩაგრულის გვერდით. და თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარა, ესე იგი მე სათანადოდ ვერ გამოვხატე ჩემი სათქმელი.

მინდა ყველამ გაიგოს, რომ უმეტესობა ჩვენგანი ზვიადის ვიცნობდით, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება; მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ის ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე. მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროებას და ძალადობას ვერ შევეგუები.

გაჩნდა კითხვებიც: რაღა ახლა წამოიწყო ქალთა მოძრაობამ ეს კამპანია? სად იყავით აქამდე? ზოგს ისიც კი ჰგონია, რომ ეს კამპანია საზმაუს ბორდის კონკურსს უკავშირდება. მინდა იცოდეთ, რომ ქალებმა საკუთარი რეალური ამბები ქალთა მოძრაობის ჯგუფში მხოლოდ ორი დღის წინ მოყვნენ. ზვიადის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა მსხვერპლი ქალები – გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ საზმაუს კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.

სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი მოძალადე კაცია თანამდებობის პირი, იმედია ყველას გამოააშკარავებენ ქალები. მანამდე კი ქალთა მოძრაობის ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მზადდება საჩივრები “საფარის”, საიას და PHR-ის დახმარებით“-წერს პატარაია.

https://www.facebook.com/baiabaia/posts/10160077363020133?pnref=story

კომენტარები

ბაია პატარაია ზვიად დევდარიანი ფეისბუქი შევიწროება ძალადობა 2018-03-20
სოსო ელისაშვილი
Tags ბაია პატარაია ზვიად დევდარიანი ფეისბუქი შევიწროება ძალადობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

შემდეგი სტატია

თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

მსგავსი სტატიები

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი შეიტანა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი შეიტანა

06 თებ 2019

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა

24 სექ 2018
ზურაბ ჭიაბერაშვილი – დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, პენსიონერები კი ღირსეულ პენსიას ვერ მიიღებენ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, პენსიონერები კი ღირსეულ პენსიას ვერ მიიღებენ

03 იან 2019

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge