NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წინასწარი მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველომ 106-ე პოზიციიდან 30 პოზიციაზე გადაინაცვლა

წინასწარი მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველომ 106-ე პოზიციიდან 30 პოზიციაზე გადაინაცვლა

20 მარ 2018 ახალი ამბები 498 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველომ ICAO-ს  ( სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია)   სტანდარტების შესრულების თვალსაზრისით 87,5 პროცენტი აჩვენა, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში და რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციას შეხვედრაზე, რომელიც 20 მარტს თბილისში გაიმართა.

ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის მისიას, რომელიც საქართველოში აუდიტის ჩასატარებლად იმყოფება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი  სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო  მასპინძლობს.

შეხვედრაზე აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რომელიც საქართველოს საავიაციო სისტემამ განიცადა 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგებთან შედარებით. ითქვა, რომ ,,ღია ცის“ პოლიტიკის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მნიშვნელოვნად გაამკაცრა ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნები ავიაგადამზიდავებისთვის, რამაც ადგილობრივი ბაზრით რეგიონის წამყვანი ავიაკომპანიების დაინტერესება გამოიწვია.

აღინიშნა, რომ სამოქალაქო ავიაციაში გატარებული ლიბერალური პოლიტიკა დადებითად აისახა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე – საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი. შედეგად, გაიზარდა კონკურენცია, რაც დადებითად აისახა მგზავრთა ნაკადზე.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  გაუმჯობესება ყველა შემოწმებულ კომპონენტში აჩვენა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მსგავსად, მაღალი შედეგები აჩვენა სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურომ. ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი ამ კუთხით 90.1% გახდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი კი 55.54%-ს შეადგენს.

ICAO-ს აუდიტის ფარგლებში შემოწმდა შემდეგი სფეროები: სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა (ANS), აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობა (AGA), საავიაციო კანონმდებლობა (LEG), სამოქალაქო ავიაციის საორგანიზაციო სტრუქტურა (ORG) და  საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (AIG).

მიღებული შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმის მიხედვით 64.76%-დან 87.5%-მდე გაუმჯობესდება, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ავიაციის ისტორიაში. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ICAO-ს წევრი სახელმწიფოების რეიტინგში ქვეყანა 106-ე პოზიციიდან 30-ე პოზიციაზე დაწინაურდება.

ვალიდაციის აუდიტის ოფიციალურ დასკვნას ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  90 დღეში მიიღებს.

 

 

კომენტარები

საერთაშორისო ორგანიზაციები სამოქალაქო ავიაცია საქართველო 2018-03-20
სოსო ელისაშვილი
Tags საერთაშორისო ორგანიზაციები სამოქალაქო ავიაცია საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის − შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა იწყება

შემდეგი სტატია

„ობიექტივის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ და სცემეს“

მსგავსი სტატიები

მოსამართლეთა არჩევის წესი – ოპოზიცია მმართველ გუნდს კლანის ლობირებაში ადანაშაულებს

სოსო ელისაშვილი 01 მაი 2019

რუსთავში, სკოლის მოსწავლეს მანდატურმა ელექტროშოკის აპარატი უპოვა

08 დეკ 2017

Twenty Solutions to Make Your Website Trustworthy On your Visitors

07 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge