7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძე დაიკითხა, რომელსაც იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ბურჯანაძის განცხადებით, „იმედის“ დარბევასა და 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
„სააკაშვილს არასოდეს უარყვია ჩემთან საუბარში და გუნდთან საუბარში და ვინც საქართველოში ცხოვრობდა იმ პერიოდის განმავლობაში, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ხელისუფლებასთან, ყველა ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი იყო არა მარტო დე იურე პრეზიდენტი, არამედ დე ფატოც. ის იყო ფაქტობრივი პრეზიდენტი, ის იყო მართლაც საკმაოდ ავტორიტარული პრეზიდენტი, ქალაქში სახლები არ იღებებოდა სააკაშვილის გარეშე, ფერებს არჩევდა, რომელი სახლი რა ფრად უნდა შეღებილიყო და ბუნებრივია ვერავინ გაბედავდა ვერც 7 ნოემბრის მიტინგის დარბევას და ვერც „იმედის“ დარბევის გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
კომენტარები