NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი: შპს „სტერეო +“-ზე მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით

საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი: შპს „სტერეო +“-ზე მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით

20 მარ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება, სამართალი 861 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორის და ამავე კომპანიის პარტნიორები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც news.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობთ იმ ვითარებაზე, რომ შპს „სტერეო +“-ზე, როგორც ქვეყნის დამოუკიდებელ მულტიპლექს ოპერატორზე, მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ამგვარ საქმეებში საკმაოდ გამოცდილ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის მიერ.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაარბია შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისები, მოიპარა მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურა და დააზიანა საკომუნიკაციო ქსელები და ავეჯი. ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებარებული პირების მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით.

2012 წლის დეკემბერში „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და შეკრებილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი არცერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით ევალება დანაშაულის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის ბრალდების წაყენება.

დაუსჯელობით გათამამებულმა პირებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებელ დავით ზილფიმიანზე და სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით მიმართეს სასამართლოს მისთვის 266 000 ევროს დაკისრების თაობაზე. აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მხარეთა დასწრებისა და მათთვის შეკითხვების დასმის გარეშე, 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, გააუქმა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის შპს
Chemexim International-ის სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს „სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება.

მიგვაჩნია, რომ შპს „სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედიასაშუალებებში წილების უკანონდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედიასივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას.

ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებასა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის.

ამ მასობრივი უსამართლობის პირობებში კომპანია იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით.

დახმარებისთვის მივმართავთ როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც დღემდე მონდომებით უწევდა დახმარებას ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ უსამართლობაზე, ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

განცხადება დავით ბეჟუაშვლი ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი სტერეო+ ხელში ჩაგდება 2018-03-20
სოსო ელისაშვილი
Tags განცხადება დავით ბეჟუაშვლი ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი სტერეო+ ხელში ჩაგდება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რომეო მიქაუტაძე: მესტიაჭალას ჰესი უსაფრთხოა მოსახლეობისთვის

შემდეგი სტატია

სოფო კილაძე – „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული”

მსგავსი სტატიები

სუს-მა მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა

04 დეკ 2017
ბათუმში, არტ-კაფე „ბოტანიკოში” პრინტის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოფენა გაიმართება

ბათუმში, არტ-კაფე „ბოტანიკოში” პრინტის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოფენა გაიმართება

23 აგვ 2018

თბილისის ვიცემერი კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა

07 სექ 2018

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge