NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ საქართველოს აღსრულების პირველ კოდექსზე მუშაობა დაასრულა

კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ საქართველოს აღსრულების პირველ კოდექსზე მუშაობა დაასრულა

20 მარ 2018 ახალი ამბები 505 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აღსრულების კოდექსის პროექტზე მსჯელობისათვის დღეს ბოლო სხდომა კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ გამართა. სხდომისას მოსმენილ იქნა საბჭოს წევრების პოზიციები, მოსაზრებები და შეთავაზებები კოდექსის პროექტთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მოწვეული ექსპერტის, იოს უიტდეჰააგის, მოხსენებას, რომელიც ამ სხდომისთვის ჩამოვიდა საქართველოში და საბჭოს წევრებს თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნო.

„ჩვენი საერთო დასკვნა შემოთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით ისაა, რომ პროექტი გვთავაზობს გამართულ, კარგად სტრუქტურირებულ საკანონმდებლო მიდგომას აღსრულების სისტემის მიმართ. აღსრულების კოდექსის პროექტი არის მწყობრი, ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი ყველა დაინტერესებული პირისთვის − კრედიტორების, მოვალეების, სასამართლოების და მესამე პირებისთვის, ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებისათვის”, − ნათქვამია ევროპელი ექსპერტის დასკვნაში.

კანონპროექტზე წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინეს ბიზნესასოციაციამ, ბანკების ასოციაციამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ნოტარიუსთა პალატამ, ასევე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. ამ შენიშვნების გარკვეული ნაწილი სხდომაზეც იქნა განხილული.

„დღევანდელი სხდომით სრულდება საქართველოსთვის ევროპული ტიპის აღსრულების კოდექსის შემუშავების თითქმის სამწლიანი პროცესი. საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით კი, კერძო სექტორისა და მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, მაღალი ხარისხის ჩართულობისთვის ვუხდი მადლობას. თითოეული მოსაზრება იქნა განხილული, უმრავლესობა მათგანი აისახება საბოლოო პროექტში, რომელიც აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობას წარედგინება”, − განცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობდა.

აღსრულების კოდექსის პროექტის შექმნის მთავარი მიზეზი აღსრულების სფეროში ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტის − კოდექსის არარსებობა და ე.წ. შერეული სისტემის გამთლიანების აუცილებლობაა. დღეს ბიუროს აღმასრულებელი ვალდებულია, წარმოებაში მიიღოს ყველა ტიპისა თუ კატეგორიის საქმე, განსხვავებით კერძო აღმასრულებლისაგან, რომელსაც ასეთი ვალდებულება არ აქვს. ასევე, სათანადოდ არ არის გაწერილი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობები შეუსრულებელ ვალდებულებებზე; სხვადასხვა დროს სააღსრულებო საქმიანობის შესახებ კანონში შესული მრავალი ცვლილების გამო რთულია მისი აღქმა და გამოყენება.

აღსრულების კოდექსი აყალიბებს სრულიად ახალ სისტემას, მიჯნავს სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს, ამარტივებს სააღსრულებო პროცესსა და წარმოებას, ამცირებს მის ვადებს. უქმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი, მის ნაცვლად კი, იქმნება აღმასრულებელთა პალატა, სადაც ყველა აღმასრულებელი გაერთიანდება და მათთვის საერთო რეგულაციები დაწესდება. პალატას 7 წევრისაგან შემდგარი გამგეობა და პალატის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. აღმასრულებელთა წესდებას და ბიუჯეტს პალატის წევრთა საერთო კრება დაამტკიცებს, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩატარდება. პალატაზე ზედამხედველობას აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს.

კომენტარები

კერძო სასამართლო პირველი სხდომა რეფორმები 2018-03-20
სოსო ელისაშვილი
Tags კერძო სასამართლო პირველი სხდომა რეფორმები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ობიექტივის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ და სცემეს“

შემდეგი სტატია

ბათუმში მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა

მსგავსი სტატიები

არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მიმართავს და ბახმაროს განვითარებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს

არმაზ ახვლედიანი ხელისუფლებას მიმართავს და ბახმაროს განვითარებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ითხოვს

04 თებ 2019
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებულ, შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანონ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებულ, შესაძლოა დღეს განაჩენი გამოუტანონ

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019

მომდევნო კვირას გახდება ცნობილი „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“  ტარიფებს

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge