NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები” მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს

ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები” მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს

20 მარ 2018 ახალი ამბები 339 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა  საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების” მიერ მომზადებული პროექტის საჯარო განხილვის გამართვა და საპენსიო რეფორმის  პროცესის დროებით შეჩერება  მოითხოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის გადაწყვეტილებას  საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას აქვს რიგი ნაკლოვანებები და იგი ეხება როგორც თავად რეფორმას, აგრეთვე განხილვის პროცესს, რომელიც ჩვენი შეფასებით, დაჩქარებული ტემპებით წარიმართა. გვინდა მივმართოთ მთავრობას – სანამ არ მოხდება რეფორმის სხვადასხვა ალტერნატივების ფართო განხილვა, მანამდე შეჩერდეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის განხილვის პროცესი”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე საპენსიო რეფორმის ალტერნატიული მიდგომა წარმოადგინა და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს.

„ფრაქციის მიერ მომზადებულ საპენსიო სქემა მრავალსვეტიანია და შემდეგ განსხვავებებს მოიცავს:

  1. იმ 750 ათასი პენსიონერისთვისაც, რომლებიც დღეს არიან პენსიაზე, საბაზისო პენსია გაიზრდება ყოველწლიურად ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად და შეადგენს საშუალო ხელფასის მინიმუმ 17%-ს.
  2. ჩვენი სქემის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს მეორე სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორისი სოლიდარობის პრინციპს, სადაც პენსია გაიცემა მოქალაქის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მეორე სვეტი ფინანსდება დაუბეგრავი ხელფასის 2%+2% პრინციპით, სადაც მონაწილეობს, როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო. ეს სვეტი სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, სანამ პენსიაზე არ გავა. რაც მთავარია, გაზრდილი პენსიის გაცემა მოხდება რეფორმის ამოქმედებიდან მეორე წელსვე და არა 25 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგოც ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტშია.
  3. მესამე სვეტი გულისხმობს ინდივიდუალურ დაგროვებას – 2% კონტრიბუციის სახით – იქნება სავალდებულო ყველასათვის, ხოლო ნებაყოფლობითი – 50 წელს გადაცილებული დასაქმებულებისათვის”, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის წევრმა საპენსიო რეფორმის განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  პირველ ეტაპზე, საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაიწყება, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი, პროექტი ფართო საზოგადოებას წარედგინება.

კომენტარები

ბექა ნაცვლიშვილი მთავრობა საპენსიო რეფორმა ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები 2018-03-20
სოსო ელისაშვილი
Tags ბექა ნაცვლიშვილი მთავრობა საპენსიო რეფორმა ფრაქცია ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძე ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

შემდეგი სტატია

50 დედა დაუნის სინდრომის მქონე შვილებთან ერთად კარაოკეს მღერის

მსგავსი სტატიები

„იკვეთებოდა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები“

„იკვეთებოდა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები“

03 იან 2018

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5922 ლარი გახდა

29 დეკ 2017
გიორგი ტატუნაშვილი: „გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება“

გიორგი ტატუნაშვილი: „გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება“

06 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge