„ქართული მარშის“ მიერ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა.
„გუშინ რაც მოხდა „რუსთავი2“-ის შენობასთან, ეს ნამდვილად არ იყო ე.წ. ქართული მარშის სპონტანური რეაქცია, ეს იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ზე. ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმის ძალადობა გამართლებულია, ეს იქნება სამართლებრივი, მორალური თუ ფიზიკური, ეს მოხდა სწორედ გუშინაც, ასე, რომ თუ ამ შემთხვევაშიც გუშინდელი თავდამსხმელები კანონის წინაშე არ დაისჯებიან და კანონი არ დადგება თავის სიმაღლეზე, ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას და ხელისუფლება უნთებს მწვანე შუქს ძალადობას, რომელიც მიმართულია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ“,-განაცადა უდუმაშვილმა.
კომენტარები