საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს.
ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება.
განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
- თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი – თამარაშვილის ქ. N15ა;
- ბათუმი – აღმაშენებლის ქ.N19 (26 მარტიდან – 1 აპრილამდე);
- ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო – აბაშიძის გამზ. N27;
- ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო – ხუბულავას ქ. N6.
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
კომენტარები