ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გუდაურში, საბაგიროზე დაშავებულები მოინახულეს. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება დაზარალებულების დასახმარებლად და მათთვის კომფორტის შესაქმნელად. მისივე თქმით, საქართველოში სტუმრობის სურვილი ყველა მათგანმა გამოხატა.
„რა თქმა უნდა, გარკვეული საიმიჯო ზარალი მიიღო ქვეყანამ ამ ფაქტისგან, ახლა მთავარია კონსოლიდაცია, როგორც ჩვენი საზოგადოების წევრების, ასევე ტურიზმის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გააათკეცებენ იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია, იმიჯის გამოსწორებისთვის ჩვენ შევთავაზეთ მათ, მომავალი ზამთრის სეზონზე საქართველოში სტუმრობა და ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ყველა მათგანი დაინტერესებულია და გამოხატეს სურვილი საქართველოში სტუმრობის“,-განაცხადა ჩოგოვაძემ.
კომენტარები